კლუბი ტრიუმფი
კლუბი “ტრიუმფი” ეს არის თანამედროვე გასართობი კომპლექსი საკონცერტო-საბანკეტო დარბაზებითა და ბარი–საბილიარდოთი.
კლუბის საქმიანობაა:
- კონცერტების
- სხვადასხვა ტიპის შოუ პროგრამების
- კორპორატიული საღამოების
- პრეზენტაციების
- გამოფენების
- კონფერენციების
- ცნობილი ადამიანების შემოქმედებითი საღამოების
- ქორწილისა და ნებისმიერი სადღესასწაულო ღონისძიების ჩატარება.
დარბაზი გათვლილია 700 კაცზე.
ღონისძიებებს ატარებს როგორც კლუბი “ტრიუმფი”, ასევე სხვადასხვა ორგანიზატორები. მათ კლუბი ემსახურება საკონცერტო დარბაზით, საქართველოში ერთადერთი, უმაღლესი ხარისხის, ფრანგული ფირმა NEXO-ს წარმოების მუსიკალური საკონცერტო აღჭურვილობითა და განათების ტექნიკით.
სტუმრების მიღების მაქსიმალური კომფორტისათვის კლუბს გააჩნია რამოდენიმე შესასვლელი - წერეთლის პროსპექტის მხრიდან, ხოლო ავტო პარკინგის მხრიდან იმ სტუმრებისათვის, რომლებიც კლუბში მოვიდნენ ავტომანქანებით. კეთილმოწყობილი პარკინგი გათვლილია 50 ავტომანქანაზე და აღჭურვილია თანამედროვე სათვალთვალო სისტემებით.




